ბერლინში "ამბასადორიალი 2024" გაიმართა
ბერლინში "ამბასადორიალი 2024" გაიმართა. ირაკლი კობახიძე, ქართველ დიპლომატებს შეხვდა და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტზე ესაუბრა. ამბასადორიალის მიზანია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამ მიზნით ინფორმაციის გაცვლა და გეგმების დასახვა . გერმანიის დედაქალაქში იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩები ევროპის სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
