კანადამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ“ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო და მკაცრი ზომებიც განსაზღვრა
კანადამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ“ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო და მკაცრი ზომებიც განსაზღვრა. ხუთი მილიონი კანადური დოლარი, ხუთწლიანი პატიმრობა ან სასჯელის ორივე ზომა ერთად. დოკუმენტის მთავარი მიზანია, უცხოური ძალის მიერ პოლიტიკურ თუ სამთავრობო პროცესებზე არაგამჭვირვალე გავლენის შეკავება და ყველა მსგავსი მცდელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კანონში წერია, რომ უცხო სახელმწიფოს ან ძალის ჩარევის მცდელობები სისტემურ პრობლემას უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და მთავარ ღირებულებებს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
