ახალგაზრდა პიანისტები
ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ ათწლედში ნორჩ პიანისტებს მოუსმინეს. საუკეთესოები ბათუმის საერთაშორისო ფესტივალსა და ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. ფონდი „ლირა“, რომლის დამფუძნებელიც ელისო ბოლქვაძეა, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო ინტეგრაციისთვის
