ანაკლიის პორტი
„ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს“ - განცხადება ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გააკეთა, რომელიც დიალოგში პირადად მონაწილეობს. მისივე თქმით, ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო სფეროში სახელმწიფოს კონსულტანტია, დეტალებს აზუსტებს, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი კვირა დასჭირდება. პროექტში ასევე ჩართული იქნებიან ჩინური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი სახელმწიფოსთან იმისთვის თანამშრომლობს, რათა პორტი ხარისხიანად განვითარდეს და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები
