ეროვნული ურბანული ფორუმი
„ექსპო ჯორჯია“ ორი დღის განმავლობაში პირველ ეროვნულ ურბანულ ფორუმს უმასპინძლებს - ჩატარდება რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის თემატური სესიები, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მათში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებს განიხილავენ. ფორუმი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა