ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საჯაროდ გამოთქმულ სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა აიღოს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საჯაროდ გამოთქმულ სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა აიღოს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით ერთ-ერთი არხის ეთერში გააკეთა. იონათამიშვილის თქმით, ვაშაძემ ამ განცხადებით აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ყველა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა. გიორგი ვაშაძის გამართლება დღეს ოპოზიციასაც გაუჭირდა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ასეთი პოლიტიკოსის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის