პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს
პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. მათ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, ისაუბრეს სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე
