სააგენტო "როიტერი", ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ
სააგენტო "როიტერი", ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. სააგენტოს ცნობით, სანქციები რამდენიმე რუსულ მედიასაშუალებას დაუწესდება, მათ შორის „იზვესტიასა“ და „ვოის ოფ ევროპას“. "როიტერის" ცნობით, ახალი ზომები შეეხება იმ სატვირთო გემებსაც, რომლებიც რუსული ნავთობ პროდუქტებისა და თხევადი გაზის ექსპორტს სანქციების გვერდის ავლით ეწევიან. მანამდე დასავლური მედია წერდა, რომ სანქციების მე-14 პაკეტს გერმანია ბლოკავდა, ბერლინი სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე ზომას არ ეთანხმებოდა.
