რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ოთხ რეგიონში ენერგო ობიექტები დაზიანდა
რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ოთხ რეგიონში ენერგო ობიექტები დაზიანდა. კომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, ოკუპანტების მასირებული შეტევის სამიზნე დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ვინიცის და კიევის რეგიონებში არსებული კრიტიკულ სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ახლა "უკრენერგოს" წარმომადგენლები დაზიანების ხარისხს ადგენენ. კიევში თბოელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად ადგილზე მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
