რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ დრონებით თავდასხმა მოაწყო რუსეთის რამდენიმე ოლქზე
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ დრონებით თავდასხმა მოაწყო რუსეთის რამდენიმე ოლქზე. მათი სამიზნე ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტები იყო. დრონების იერიშის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა რუსეთის ტამბოვის ოლქში, ერთ-ერთ ნავთობბაზაზე. ცეცხლი საწვავით სავსე რეზერვუარებს გაუჩნდა. დრონებმა ნავთობბაზა დააზიანეს ადიღეს რესპუბლიკაშიც, რის გამოც ძლიერი ხანძარი 400 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის ადიღესა და კრასნოდარის მხარეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 15 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
