საუდის არაბეთში ყოველწლიური ჰაჯის დროს უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრაასს გასცდა
საუდის არაბეთში ყოველწლიური ჰაჯის დროს უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრაასს გასცდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება. გარდაცვლილთაგან ყველაზე მეტი ეგვიპტის მოქალაქეა. ყოველწლიური ჰაჯის ფარგლებში, მექაში ორ მილიონამდე მუსლიმი მორწმუნე ჩადის. მუსლიმების წმინდა ქალაქში კი ჰაერის ტემპერატურამ თითქმის 52 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნებშიც.
