ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. დასაქმების მსურველებს საშუალება აქვთ, პირისპირ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს და შეარჩიონ მათთვის სასურველი ვაკანსია. ღონისძიებაზე 75 კომპანიას 2000-მდე ვაკანსია აქვს წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად მართავს. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.
