პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინეს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინეს. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება.
