ლეგენდარული ქართველი მოფარიკავე გურამ კოსტავა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული ქართველი მოფარიკავე გურამ კოსტავა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1937 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. დაშნით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიოს ჩემპიონი 2-ჯერ, 1961 და 1963 წლებში გახდა. ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ჩათვლაში 1964 წლის ტოკიოს, ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში 1960 წლის რომის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. 2016 წელს კოსტავას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.