როგორ ასრულებს საქართველო სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას
ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა ბათუმში, ერთობლივ სხდომაზე, სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში პარლამენტის როლი მნიშვნელოვანია, პარლამენტმა 58 ახალი კანონი მიიღო, 570-ზე მეტ კანონში შევიდა ცვლილება და მხარი დაუჭირა 26 საერთაშორისო შეთანხმებას. სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს პრიორიტეტულად გამოცხადების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ფერმერების მხარდაჭერის კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის ვალდებულებების შესასრულებლად.
