პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი ეროვნული ურბანული ფორუმი გახსნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი ეროვნული ურბანული ფორუმი გახსნა. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება. მასში ურბანული განვითარების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებები და კერძო ორგანიზაციები მონაწილეობენ.