ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. შაბათს ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ჰამბურგის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრები იქნება. პირველ ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქებთან 1:3 დამარცხდა, ჩეხებმა კი პორტუგალიელებთან 1:2 წააგეს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, თუმცა შესაძლოა შაბათის მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს. საქართველო - ჩეხეთის შეხვედრა 22 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.
