მექაში ყოველწლიური ჰაჯის დროს უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო 577 ადამიანი დაიღუპა
მექაში ყოველწლიური ჰაჯის დროს უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო 577 ადამიანი დაიღუპა, სამედიცინო დაწესებულებებში კი სხეულის გადახურების სიმპტომებით, 2 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მექაში ჰაერის ტემპერატურამ 51,8 მეათედ გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ყოველწლიური ჰაჯის ფარგლებში, მუსლიმების წმინდა ქალაქს 2 მილიონამდე მუსლიმი მორწმუნე სტუმრობს
