საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და მის პარტიას პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მიანიჭონ
საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და მის პარტიას პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მიანიჭონ. ჯორდან ბარდელას განცხადებით, ამ გზით ის ქვეყნის ეფექტიანად მართვას მოახერხებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,ის უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა კიევს არ მიაწვდის ისეთ იარაღს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. საფრანგეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად , მოახლოებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რეიტინგებით ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერობს
