ამერიკის ელჩი ძლიერ პარტნიორობაზე საუბრობს, თუმცა ხელისუფლება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს
ამერიკის ელჩი ძლიერ პარტნიორობაზე საუბრობს, თუმცა ხელისუფლება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ორმაგი სტანდარტი ეხება მათ შორის ვიზების საკითხს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის მაჩვენებლით, 204 ქვეყნიდან, რომელზეც ინფორმაციას, სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, საქართველო 172-ე ადგილზეა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოზე მარტივად, ვიზებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს აძლევენ. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე მარტივად იღებენ ანგოლის, ბურკინა-ფასოს, გვინეა-ბისაუს მოქალაქეები, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ისეთ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა მაგალითად სუდანი და კონგო. ასეთი მიდგომა სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებას და არის ორმაგი სტანდარტი. ოპოზიცია კი ასეთი მონაცემების გამო, ხელისუფლებას ადანაშაულებს
