ეროვნულ ნაკრებს დორტმუნდში გულშემატკივრობდა პრემიერ-მინისტრი
ეროვნულ ნაკრებს დორტმუნდში გულშემატკივრობდა პრემიერ-მინისტრი. მოედანზე იმყოფებოდა კახა კალაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძე ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, მადლობას უხდის. „მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის“ - წერენ სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერები
