რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის საწყობებზე იერიშები მიიტანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის საწყობებზე იერიშები მიიტანა. ოკუპანტები ასევე თავს დაესხნენ უკრაინული სამხედრო დრონების საწარმოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხარკოვის რეგიონში, ბოლო 24 საათში, რუსული ტანკები, საბრძოლო მანქანები და სხვა სამხედრო სამიზნეები გაანადგურა. უკრაინულ და რუსულ ჯარებს შორის მწვავე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოკროვსკის მიმართულებით.
