პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში განიხილეს
პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში განიხილეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეტალურად იმსჯელეს დაახლოებით ოთხასს გვერდიან დოკუმენტზე. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. კომიტეტზე საუბარი იყო ბულინგსა და 2024 წლის არჩევნებზეც. ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას არ ესწრებოდა.
