ეროვნულ ნაკრებს დორტმუნდში გულშემატკივრობდა პრემიერ-მინისტრი
ეროვნულ ნაკრებს დორტმუნდში გულშემატკივრობდა პრემიერ-მინისტრი. მოედანზე იმყოფებოდა კახა კალაძე, ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძე ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, მადლობას უხდის. „მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის“ წერენ სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერები.
