ისტორიული მატჩი და საერთაშორისო გამოხმაურება
მოიგო თურქეთმა, თუმცა ყველა ქართველი ფეხბურთელების თამაშზე წერს. არაერთი საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების თამაშს, ახლა უკვე ნამდვილად იციან, რომ მათი ადგილი ამ სცენაზეა. თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ევრო 2024-ი ახალ დონეზე აიყვანა. ამ დროისთვის საუკეთესო თამაში. - ეს შეფასებების ნაწილია.
