რუსეთის პრეზიდენტი 2000 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი 2000 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინის ჩრდილო კორეული ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. დღეს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა შეხვედრა.
