საბაჟო გამშვებ პუნქტზე 13 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე 13 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მალულად - ავტომობილის საბარგულში, თხევადი გაზის ავზში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა. აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.
