ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული მაისურით გამოსვლა თითოეული ქართველის გამარჯვებაა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული მაისურით გამოსვლა თითოეული ქართველის გამარჯვებაა. საქართველო-თურქეთის თამაშს დორტმუნდში ესწრება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ჯვაროსნებს მიმართა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც.
