იტალიის სანაპიროსთან ახლოს ორი გემის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
იტალიის სანაპიროსთან ახლოს ორი გემის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 60 კი ამ დრომდე ეძებენ. იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, ორი სხვადასხვა ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილთან, კუნძულ ლამპედუზასთან ახლოს მოხდა. დაზიანებული ხის გემის ჩაძირვის შემდეგ მაშველებმა 51 ადამიანი გადარჩენა შეძლეს და 10 ადამიანის ცხედარს მიაგნეს. ამავე დღეს მეორე რეგიონში მიგრანტების მეორე გემიც ჩაიძირა, რომელზეც დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა, ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ ცნობით, მათგან 26 ბავშვი იყო. ინციდენტის შედეგად დაკარგულ მიგრანტებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გაეროს ცნობით, სირიელი, ეგვიპტელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები ევროპის მიმართულებით ლიბიისა და თურქეთის სანაპიროებიდან მიემგზავრებოდნენ.
