დასავლური კომპანიები რუსეთში ვაჭრობას განაგრძობენ
დასავლური კომპანიები რუსეთში ვაჭრობას განაგრძობენ. ბლუმბერგი წერს, რომ „კოკა -კოლა“ და კიდევ ათობით სხვა დასავლური კომპანია რუსეთში გაყიდვებით მოგებას კვლავ იღებს. „კოკა-კოლა“ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად რუსული ბაზრიდან გავიდოდა. ბლუმბერგი წერს, რომ მიუხედავად დაპირებისა, რუსულ სუპერმარკეტებსა და კაფე-ბარებში ამ ბრენდის სასმელი მაინც იყიდება. გამოცემამ გაარკვია, რომ ბაზარზე მუშაობას და სასმელების წარმოებას განაგრძობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, რომლის 21 პროცენტსაც ამერიკული „კოკა კოლა“ ფლობს.
