პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაუარესდა
ამას პოლონური მედია, ვარშავის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევის თანახმად, პოლონელების გაღიზიანებას უკრაინელი ლტოლვილების გადაჭარბებული მოთხოვნები იწვევს. მაგალითად, პოლონეთში ჩასულ უკრაინელებს სურთ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გათანაბრებული სოციალური შეღავათებით ისარგებლონ. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლონეთში საგრძნობლად შემცირდა უკრაინის დახმარების მხარდამჭერთა რიცხვი. ასევე, გამოკითხულთა 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ ომის მიუხედავად, პოლონეთმა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებზე უნდა იზრუნოს.
