მაგისტრალური მილის დაზიანების ადგილი დაათვალიერეს "ჯივიპის" წარმომადგენლებმა
ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის გენერალური დირექტორიც. ხოსე მიგელ სანტოსმა შექმნილი ვითარება შეაფასა და ისაუბრა წყლის მიწოდების გრაფიკზე. 15 ივნისს მეწყრული პროცესების გამო 63 ათასამდე აბონენტს წყალი საათობრივად მიეწოდება. დაზიანებული მილის აღდგენის სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.
