ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი ევროპელი ხალხის ნებას არ ასახავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი ევროპელი ხალხის ნებას არ ასახავს. ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ წამყვან თანამდებობებზე კანდიდატების დასახელებისას ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში არაფორმალურ სამიტზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები უგულებელყვეს. „იმის ნაცვლად, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ ამომრჩეველს მოუსმინოს, ის სოციალისტებთან და ლიბერ ალებთან გაერთიანდა. ისინი ერთმანეთს გაურიგდნენ და ევროკავშირის მთავარი თანამდებობები ერთმანეთში გადაინაწილეს. მათ ევროპელი ხალხის ნება არ ადარდებთ“- წერს სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანი.
