პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება
პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ განხილვაში მონაწილეობაზე უარი ოპონენტების მორიგი ლუსტრაციაა, რასაც, მათივე თქმით, საზოგადოება პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს.
