მიხეილ მესხის სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება
მათ, ვინც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხეს და თბილისში არიან, შესაძლებლობა აქვთ საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე ნახონ. ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება მიხეილ მესხის სტადიონზე, დასწრება უფასოა. სტადიონს გარეთ კი მოწყობილია კვების ზონა.
