განსაკუთრებული მზადება რეგიონებში
ბათუმში, სადაც, სხვა ქალაქების მსგავსად , ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების საჯარო ჩვენება გაიმართება. ორ ადგილას არის დამონტაჟებული დიდი ეკრანები, ბათუმის სტადიონთან და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუთაისში პირდაპირი ტრანსლაცია ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, გაიმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებებიც. ზუგდიდში, გულშემატკივრები, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას დადიანების სასახლის შესასვლელთან შეძლებენ. მონტაჟდება დიდი ეკრანი, დილიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილი მოირთო საქართველოს დროშებით. 19:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება. გორში მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თეატრის სკვერში გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. თელავში საქართველოს ნაკრების სამივე თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. გარდა თელავისა, ეკრანები რეგიონის ყველა ქალაქში დამონტაჟდება.
