ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეოთხე ტური გაიმართა
აუტსაიდერები კურდღლისა და ზამბახის კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღაბი კურდღელმა მოიხსნა და როგორც აღმოჩნდა, ის მსახიობ გოგა ბარბაქაძეს ჰქონდა მორგებული. „ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს.
