განსაკუთრებული მზადებაა რეგიონებში
18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილას მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი. თელავის საქართველოს ნაკრების სამივე თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. გარდა თელავისა, ეკრანები რეგიონის ყველა ქალაქში დამონტაჟდება. პარალელურად, მოეწყობა კვების კუთხე ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობით, გათვალისწინებულია მუსიკალური პროგრამაც.
