შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ
„გლობალური ომის პარტია განაგრძობს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი“,- ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული ინფორმაცია იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებზე, ვინც საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟშია ჩართული, მათ შორის კონკრეტული ევროპარლამენტარები და სენატორები. „ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია“,- ამბობს კობახიძე.