საჯარო ჩვენება მესხის სტადიონზე
ჯვაროსნების სადებიუტო მატჩისთვის ემზადება სრულიად საქართველო. ხვალიდან გულშემატკივარს თბილისში საშუალება ექნება ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე ნახოს. შესაბამისი სივრცეები მოეწყობა რეგიონებშიც. სამზადისი უკვე მიმდინარეობს. დასწრება უფასო იქნება. ნაკრებს წარმატებები უსურვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
