ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე
ევრო 2024 - საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს. პირველ სადებიუტო მატჩამდე, 24 საათი რჩება. თურქეთთან მატჩის წინ, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა. ამ დროისთვის ჩვენი ბიჭები უკვე დორტმუნდში არიან. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ ევრო 2024-ზე ქართული კვალი დატოვონ.
