თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. GWP-ში აცხადებენ, რომ ამის მიზეზია განვითარებული მეწყრული პროცესი, რომელმაც წყალსადენი მილი დააზიანა. უკვე მოძიებულია კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს განახორციელებს, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 2-7 საათის განმავლობაში მიეწოდება.
