მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა
მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.პროექტის ფარგლებში განხორციელდება საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო.
