პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს ისტორიული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს ისტორიული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. მთავრობის მეთაურის თქმით, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი მაგალითი.
