პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ტურიზმისა და ავიაციის რეკორდულ მაჩვენებლებზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ტურიზმისა და ავიაციის რეკორდულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. დაფიქსირებულია რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან. პრემიერის განცხადებით, წელს ტურიზმიდან ქვეყანა ოთხ მილიარდ ნახევარ დოლარს და დაახლოებით რვა მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება. ავიაციის კუთხით კი ითქვა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
