გაზრდილი ბიუჯეტი
იზრდება ბიუჯეტი- პირველი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იძლევა ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობას და ის შეადგენს 360 მილიონ ლარს. ირაკლი კობახიძის თქმით, თანხა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებაზე.
