ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს
ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს. ის ახლა მისგან ბევრჯერ უხამსი სიტყვებით მოხსენიებულ სალომე ზურაბიშვილს აქებს. გვარამიას პოლიტიკური გემოვნების ცვლილების არ სჯერათ პოლიტიკოსებს გვარამია-მელიას პარტიას, რომ „ახალი“ ჰქვია, სასაცილოა მმართველი გუნდისთვის. ხელისუფლების წარმომადგენლები გვარამიას წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ ამ პარტიის ლიდერები იყვნენ და ახლაც „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამია-მელიას პარტიის სიახლის ოპოზიციის ნაწილსაც არ სჯერა.