ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია
„ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ბერლინში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და თქვა, რომ არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. რაც შეხება ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს, პრემიერი ამას ქართული საზოგადოების შეურაცხყოფას უწოდებს. მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.
