მიხეილ მესხის სტადიონზე დიდი ეკრანები დამონტაჟდა
მათ ვინც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხეს და თბილისში არიან, შესაძლებლობა აქვთ საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე ნახონ. დასწრება უფასოა და როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საგულშემატკივროდ მაყურებელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სასიამოვნო გარემო დახვდება.
