ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსის შეფასება
ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსის შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებითა და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების იდეით რუსეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზები გადაკვეთა, რამაც უკრაინაში რუსული აგრესიის პროვოცირება მოახდინა. ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს პასუხისმგებლობას ევრომაიდანზეც და განმარტავს, რომ სწორედ ვაშინგტონს სურდა უკრაინაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოშორება. ჯეფრი საქსის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეთქმულებას მოჰყვა სისხლიანი ევრომაიდანი, შემდეგ კი ყირიმის ომი.
